სამძიმარი

26 იანვარი 2015

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ჩვენი დროის გმირის ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს და სამძიმარს უცხადებს მეგობრებს, ოჯახს და ყველა მის ახლობელს. ბატონი იური 2010–2013 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი. იგი გამოირჩეოდა უდიდესი ინტელექტით, პროფესიონალიზმით და კაცთმოყვარეობით. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ზნეკეთილი ადამიანები ტოვებენ ამ ქვეყანას. მასთან ერთად დიდი პოტენციალი დაიკარგა. ის იყო გმირი მამა, პრინციპული და პატრიორი თავისი ქვეყნისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამართლიანობის აღდგენას. ადვოკატთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ გამოუძიებელი არ დარჩება ეს ვანდალური ფაქტი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი